ნიუ-იორკის არტგალერეა Сохо Open House ჯონ ლენონის ნახატების გამოფენას უმასპინძლებს, ექსპოზიცია მუსიკოსის 72 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე სახელწოდებით - „Gimme Some Truth: The Artwork of John Lennon“, წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის 100-მდე ნახატი, რომელიც შესრულებული 1964-1980 წლების პერიოდში. მათი ძირითადი ნაწილი, თეთრ ქაღალდზე შავი ტუშითაა შესრულებული.
გამოფენა 5 დღე გაგრძელდება და მისი დათვალიერება უფასოა, დამთვალიერებელს ორგანიზატორები, ამ ნამუშევრებს ღია ბარათებზე დაბეჭდილადაც სთავაზობენ, მათი ღირებულება სიმბოლურად 2 დოლარი იქნება. შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოკო ონოა.
ჯონ ლენონი 1957–1960 წლებში ლივერპულის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა.