ჟან-კლოდ მინიონი: საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოვუწოდებ

ჟან-კლოდ მინიონი: საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოვუწოდებ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ მინიონი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ სურს, ხელი შეუწყოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს და „სააკაშვილის კონტრუქციულ ნაბიჯს“ მიესალმება.

როგორც მინიონმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით საქართველომ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

"განსაკუთრებით მინდა, მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილის კონსტრუქციულ პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ სურს, ხელი შეუწყოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს. საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოვუწოდებ, რათა მათ შეძლონ წარმატებული თანაცხოვრება ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისა და რეგიონის სტაბილიზაციისთვის", - განაცხადა ჟან-კლოდ მინიონმა.