სამხრეთ კორეელი მომღერლის PSY-ის ვიდეოშედევრი „Gangnam Style“, ვიდეოპორტალ YouTube-ს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლი გახდა. ამ მომენტისთვის ის 300 მილიონამდე ადამიანმა ნახა, მოაგროვა სამი მილიონი „ლაიქი“ და მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო YouTube-ს ისტორიაში.
ხმების თითქმის ნახევარი PSY-ს ამერიკის მოსახლეობამ მისცა, ის ასევე ძალიან პოპულარულია ევროპელებში, კორეელებსა და ჩინელებში.
ამ პოპულარულმა ვიდეომ მოიპოვა არაერთი პრემია და ჯილდო, სოციალურ ქსელებში გაჩნდა მისი „ქავერ“ ვერსიები. თავად მომღერალს ყოველთვის იწვევენ შოუებში, სადაც გულშემატკივრებისთვის, თავის ექსკლუზიურ, სასაცილო ცეკვას ასრულებს, რომელიც ცხენზე ჯირითის იმიტაცია უფროა, ვიდრე ქორეოგრაფია.