პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი გუნდიდან პარლამენტის დატოვება და მთავრობაში წამოსვლა ბევრს მოუწევს.
„ასეთი ბევრი იქნება. ჩვენი გუნდის წევრების შესაძლებლობები კარგად შევისწავლე და პარლამენტის დატოვება ბევრს მოუწევს და ბევრი წამოვა მთავრობაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, ივანიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრების შესახებ, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
„არავის არც ერთი ინფორმაცია არ გააჩნია. პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ის ჯერ არც ერთი პირისთვის არ გამიზიარებია. უახლოეს დღეებში დავიწყებ მის განხილვას. შესაბამისად, ჯერ არავინ არაფერი იცის. აბსოლუტურად სიცრუეა ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება. არც ერთი პირი ჯერ დასახელებული არ არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.