ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ ახლა ხელისუფლებაშია და არა ოპოზიციაში, ამიტომ ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეიკავეთ

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ ახლა ხელისუფლებაშია და არა ოპოზიციაში, ამიტომ ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეიკავეთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მხარდამჭერებსა და საზოგადოებას  ქუჩაში გამოსვლებისგან თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც კოალიციის ლიდერმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ახლა ხელისუფლებაშია და არა ოპოზიციაში, შესაბამისად, ქუჩაში, როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის.

„ქართული ოცნება“ მაქსიმუმ თვის ბოლომდე ხელისუფლებას მთლიანად გადაიბარებს და ყველა სადაო საკითხი სამართლებრივად გაირკვევა. უკვე უნდა გადავინაცვლოდ შენონებში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში, სადაც გაირკვევა ყველაფერი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კომისიებზე წეზოლაში ადანაშაულებს. პარტიის განცხადებით, იმ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს, კოალიცია საკუთარი მხარდამჭრების მობილიზებით ცდილობს ზეწოლას.