დღეს დილით, უცნობმა პირმა რობაქიძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი გაძარცვა. შემთხვევა დაახლოებით 09:45 წუთზე მოხდა.
თანამშრომელთა განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბანკში, როგორც კლიენტი ისე შევიდა და მერე, დაახლოებით ერთ წუთში მოახერხა ერთ-ერთი უჯრიდან ფულის გატაცება.
შემთხვევა ფილიალში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
მოლარე ოპერატორის განმარტებით, თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის სოლოდური არ იყო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.