თბილისის მერიის ინფორმაციით, 5- დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქში ტრადიციული დღესასწაული „თბილისობა 20120“ აღინიშნება. ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ძველ ნაწილში გაიმართება.
თბილისობასთან დაკავშირებით მეიდანზე დიდი საწნახელი დაიდგმება, სადაც ნებისმიერ მსურველს ყურძნის დაწურვაში მონაწილეობის მიღება შესაძლებლობა ექნება. ასევე იგეგმება კულტურული ღონისძიებები. გაიმართება ჩაისა და ხილის ფესტივალი და ავტოშოუ.
ღონისძიების ფარგლებში აბანოთ–უბანში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართება. იქნება ახალგაზრდა პოეტების საღამოები, გამოფენები, სპორტული ღონისძიებები და გასეირნება ტივით მტკვარზე.
თბილისობის დღესასწაულის დასკვნით ეტაპზე ლიტერატურული კონკურსის „გალას“ დაჯილდოვება გაიმართება, ამასთან გამოავლენენ თბილისის საპატიო მოქალაქეებს რომლითაც „თბილისობა 2012“ დაიხურება.