39 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარები ლიდერობენ

39 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ლიდერობენ

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,  პოლიტიკური კოალიცია  კოალიცია „ქართული ოცნების“  მაჟორიტარორები  39 საარჩევნო ოლქში,  34-ში კი,  - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ.

მონაცემები შეიცვალა გორში, სადაც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ტატიშვილი ლიდერობდა.

დღევანდელი მონაცემებით, გორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი 47,16%-ით ლიდერობს, ხოლო ხმათა 46,44% გიორგი ტატიშვილს აქვს.

ცესკოს ამ დროისთვის,  საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,5%-ის მონაცემები დათვალა.

3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 747 უბნის შედეგი.

აღნიშნული შედეგის მიხედვით,  საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,92%-ით ლიდერობს,  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - ხმათა 40,35% აქვს.

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.