თინა ხიდაშელი: მე არ ველოდები „ნაციონალების“  მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას მთავრობის ფორმირების პროცესში

თინა ხიდაშელი: მე არ ველოდები „ნაციონალების“ მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას მთავრობის ფორმირების პროცესში

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,  თინა ხიდაშელის აზრით, სააკაშვილიც და ყოფილი ხელისუფლების, ამჟამად ოპოზიციის წარმომადგნლები, ახალი  მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან.

„გასაგებია ხელისუფლება ბევრ რამეს შეეცდება, ისიც კი მოვისმინე, რომ ქართულ ოცნებას“ ფორმალური უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში. ეს ძალიან აბსტრაქტული საუბარია საერთოდ. ჩემის აზრით, ყველაფერი ნათელი  და პასუხგაცემულია. სააკაშვილმა ღიად და საჯაროდ განაცხადა, რომ ობსტრუქციას არ  მოაწყობს, ამასვე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები მუდმივად.

 მე არ ველოდები მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას მთავრობის ფორმირების პროცესში. ვნახოთ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, თუმცა ამ საკითხში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“,-აცხადებს ხიდაშელი.