ერეკლე კოდუამ თანამდებობა დატოვა?

ერეკლე კოდუამ თანამდებობა დატოვა?

"გურიანიუსის" ინფორმაციით, ერეკლე კოდუა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდონით ავრცელებს ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

ცნობისთვის, ერეკლე კოდუა შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსად 2010 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე კი ის სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.