აუქციონის სახლიმა Guernsey's აშშ-ში პაბლო პიკასოს ნახატი „მჯდომარე ქალი წითელი ქუდით“ 30-40 მლნ დოლარად შეაფასა.
ნახატი ინდიანას შტატში, ევანსვილის სახვითი ხელოვნების, ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმის საწყობში იპოვეს. აქ ტილო 50 წლის განმავლობაში ატრიბუციის დროს დაშვებული შეცდომის გამო ინახებოდა.
ამერიკის მუზეუმმა ნახატი სამეწარმეო დიზაინერისგან - რაიმონდ ლოუისგან საჩუქრად მიიღო. ტილოს გადაცემის დროს დოკუმენტებში შეცდომა დაუშვეს და ნამუშევრის ავტორად უცნობი მხატვარი მიიჩნიეს.
მუზეუმის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა პიკასოს შედევრი გაეყიდა, რადგან ნახატის უსფრთხოდ შენახვის პირობები არ გააჩნდა. იმისათვის, რომ უსაფრთხოების სისტემა გააუმჯობესოს, მუზეუმს მნიშვნელოვანი სახსრები სჭირდება.