რადიო

რადიო "ჰერეთმა" სააპელაციო სასამართლოს მიმართა

რადიო "ჰერეთმა"  დღეს 3 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისისსაქალაქო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, მოსამართლე ნანა დარასელიასგადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება რადიოლიცენზიის გაცემასთანდაკავშირებით.

 რადიო "ჰერეთის" მფლობელის რამაზ სამხარაძის განცხადებით, "ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონი დაარღვია, თუმცა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც უფლებას ანიჭებსშპს მედია ჰაუს დეკომს(რადიო ცხელი შოკოლადი) რადიოლიცენზიას ფლობდეს ძალაშიდატოვა."

  “იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს დაგააუქმებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას”. - განაცხადასამხარაძემ.

 შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა" (რადიო "ჰერეთი")  სარჩელი კომუნიკაციებისეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც თბილისშირადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიამ კონკურსამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირებულკომპანია შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა. კონკურსში "ჰერეთიც" მონაწილეობდა, რომელიცთბილისში მაუწყებლობას უკვე მე-6 წელია ითხოვს.

  "ჰერეთის" მენეჯმენტი კომისიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და მისგანკომისიის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს. "ჰერეთის" ინტერესებსადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი იცავს.