თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ყველა მხარეს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვისკენ მოუწოდებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს საქმიანობის ნორმალურ და მშვიდ ატმოსფეროში წარმართვის შესაძლებლობა მიეცეთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია განცხადებას აქვეყნებს.
„კომისია მიმართავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, არ მოახდინონ საოლქო კომისიებთან თავიანთი აქტივისტების მობილიზება, ვინაიდან მათი მხრიდან ძალადობის მუქარა ძალადობის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს, რაც საერთო ჯამში არჩევნების შედეგების შეჯამებას უქმნის საფრთხეს. კომისია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პრობლემური საკითხები მხოლოდ ინსტიტუციონალური გზებით გადაწყვიტონ“, - ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის განცხადებაში.