ადვოკატები პატიმრების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას ითხოვენ

ადვოკატები პატიმრების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას ითხოვენ

ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და მალხაზ ჯანგირაშვილმა 5 პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

გოჩა და შმაგი აფრასიძეები, მალხაზ სიროდია, მალხაზ პაპანაშვილი და იოსებ ჩარგაზია რუსთავის  #6 დაწესებულებაში მე-10 დღეა შიმშილობენ. 

მალხაზ ჯანგირაშვილის განცხადებით, შიმშილობის შემდეგ, პატიმრების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასჯელაღსრულების მინისტრს მათდამი არანაირი ყურადღება არ გამოუწვევია.

ირმა ჭკადუას განცხადებით, უწმინდესის კურთხევით შეიქმნება მონიტორინგის საბჭო, რომელიც ციხეებში პატიმართა მდგომარეობას დააკვირდება.