"ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის ოფისში კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე თანამეგობრობას, საოლქო კომისიებზე განსაკუთრებული მონიტორინგის დაწესებისკენ მოუწოდა, რათა „ქართული ოცნების“ მიერ, საქარათველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია არ დაუშვან.
„ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან კომისიის წევრებს და აფრთიხლებენ, რომ დაისჯებიან თუ კომისია დაადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვებას, რადგან უკვე ისინი აკონტროლებენ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სასამართლოებს“, -განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისი განმარტებით, თერჯოლაში, ამბროლაურში, ქუთაისში, მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, მარნეულში, თეთრწყაროში, წალკაში, ხაშურსა და ბოლნისში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები და ასობით აქტივისტი ჩართულია საოლქო საარჩევნოი კომისიის წევრების დაშინების კამპანიაში.
ეს ის ოლქებია, სადაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თაქთაქიშვილის თქმითვე, თერჯოლაში საოლქო კომისიის წევრები განცხადებას წერენ და ღიად აფიქსირებენ, რომ ასეთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მუშაობაზე უარს ამბობენ.