ცესკო მორიგ პირველად მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, რეგიონებში მაჟორიტარების მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ 35 ოლქში, „ქართული ოცნება" კი, 38 საარჩევნო ოლქში ლიდერობს. რაც შეეხება თბილისის ოლქებს, აქ 10-ვე ოლქს კი, "ქართული ოცნება" იგებს.
რეგიონების მიხედვით, ამ დროსთვის არსებული შედეგები ასეთია: კახეთის რეგიონის 8 ოლქიდან (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა) 5-ში "ნაციონალური მოძრაობის", 3-ში კი "ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს; ქვემო ქართლის 7 ოლქიდან (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა თეთრიწყარო) 6-ში "ნაციონალები", 1-ში კოალიცია.
მცხეთა-მთიანეთის 4 ოლქიდან (მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი) ყველა მათგანში "ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს, შიდა ქართლის 4 ოლქიდან - (კასპი, გორი, ხაშური, ქარელი) 2-ში "ნაციონალური მოძრაობა", 2-ში "ქართული ოცნება"; სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ადიგენის და ნინოწმინდის ოლქებიდან 5-ში "ნაციონალური მოძრაობა", 1-ში კი კოალიცია ლიდერობს; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის ოლქებიდან (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) 3-ში "ნაციონალური მოძრაობა", 1-ში კოალიცია "ქართული ოცნება", იმერეთის ოლქებიდან (ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ხონი, ჭიათურა, ტყიბული, წყალტყუბო) 4-ში "ნაციონალები", 8-ში "ქართული ოცნება", გურიის სამივე რაიონში - (ოზურგეთი, ლანჩხუთი ჩოხატაური) კოალიცია; სამეგრელო-ზემო სვანეთი - (მესტია, აბაშა, მარტვილი, ზუგდიდი სენაკი, წალენჯიხა., ჩხოროწყუ, ფოთი) 7-ში "ნაციონალები", 2-ში "ქართული ოცნება", აჭარაში კი (ხულო, ბათუმი, ქობულითი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა) 3 ოლქში "ნაციონალები", 3-ში კოალიცია "ქართული ოცნება".