საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან.
შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი განიხილება.
შეხვედრას ესწრებიან ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ეუთო-სა და სხვა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ცესკო-ში ელჩების ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.