"ყველაფერი პოზიტიური აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად მოხდება კონსტიტუციურად, მშვიდობიანად და დემოკრატიულად ხელისუფლების გადაცემა და ამის გარანტი პერსონალურად საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა“ - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება ამერიკის ელჩთან საუბრის თემას, ვაშაძის თქმით, საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხო.
„მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ იმ ამოცანების შესასრულებლად მუშაობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიის