"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნების“ ლიდერთან, მინისტრის დონეზე თანამშრომლობას არ აპირებენ.
ბარამიძე კოალიციური მთავრობის შექმნას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს მათი მხრიდან გამორიცხულია.
„არანაირ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი არ არის და არც იქნება. ეს გამორიცხულია ჩვენი მხრიდან. გუშინ რატომღაც, ივანიშვილი საუბრობდა, რომ ამას არ დატოვებს, იმას არ დატოვებს. ჯერ უნდა ეკითხა, ვინ აპირებს დარჩეს მასთან ერთად. არცერთი ჩვენთაგანი მასთან მინისტრის დონეზე თანამშრომლობას არ აპირებს“, - განაცხადა ბარამიძემ.