ვახტანგ ხმალაძე: სააკაშვილს სამართლებრივად გადადგომის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ მორალურად?

ვახტანგ ხმალაძე: სააკაშვილს სამართლებრივად გადადგომის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ მორალურად?

 კოალიცია „ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის  გამარჯვებული  კანდიდატის, ვახტანგ ხმამალძის განცხადებით,  ივანიშვილის მიმართვა სააკაშვილისადმი მისი გადადგომის შესახებ,  არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური განცხადებაა.

„რადგან საქართველოს მოქალაქეებმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს გამარჯვების მანდატი და ჩააბარეს ქვეყნის მართვა, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ზუსტად ასეთია. პრეზიდენტი ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს წარმოადგენს და კონსტიტუციის თანახმად, მის ხელშია თავმოყრილი აღმასრულებელი ძალაუფლება. ის შეიძლება დაუპირისპირდეს პარლამენტს ან არ დაუპირისპირდეს,  გადავიდეს ჩრდილში და დაუთმოს ხელისუფლება მთავრობას. როდესაც არსებობს ორგვარი შესაძლებლობა, რომელთაგან ერთი პოლიტიკურ კრიზისს იწვევს, ბუნებრივია იმის მოთხოვნა, რომ კრიზისის ხარისხი აღმოიფხვრას, რაც პრეზიდენტის წასვლით არის შესაძლებელია, რათა მას არ გაუჩნდეს ცდუნება, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული  უზარმაზარი ძალაუფლება.

ნაციონალების მხრიდან პასუხი არის შემდეგი: არანაირი ვალდებულება პრეზიდენტს გადადგომის შესახებ არ აქვს.  მართალია, სამართლებრივად მას ვალდებულება არ აქვს, მაგრამ აქვს თუ არა მას მორალური ვალდებულება, ამაზე დავფიქრდეთ“,-აცხადებს ხმალაძე.