„ბონდიანას“ ახალი სერიისთვის Skyfall, საუნდტრექი მეგაპოპულარულმა მომღერალმა ადელმა ჩაწერა, ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კომპოზიცია ბრიტანულმა BBC-იმ გააჟღერა.
პირველი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ადელი ჯეიმს ბონდის ახალი სერიის შექმნაში იღებდა მონაწილეობას ჯერ კიდევ 2011 წელს გავრცელდა, თუმცა მაშინ მომღერალმა ეს ფაქტი უარჰყო.
კომპოზიცია, რომელიც ფილმის მთავარი საუნდტრექი იქნება, ადელმა ორკესტრის თანხლებით 77 ადამიანთან ერთად ჩაწერა. ადელის სიტყვებით ის ბედნიერი და ამაყია, იმის გამო, რომ სწორედ მას მიეცა საშუალება „ბონდიანას“ ამ საიუბილეო ფილმზე ემუშავა.
ფილმის პრემიერა, 5 სექტემბერს შედგება. სწორედ ამ დღეს აღინიშნება „ბონდიანას“ ნახევარი საუკუნის იუბილე.
Skyfall-ის რეჟისორია სემ მენდესი, მთავრ როლში ისევ დენიელ კრეიგია. მისი მორიგი გოგო მსახიობი და მოდელი ბერენის მარლო, ხოლო მთავარი ბოროტმოქმედი კი, ხავიერ ბარდემია.