ბაქრაძე: უმრავლესობასთან თანამშრომლობა ქართული სახელმწიფოსთვის იქნება კარგი

ბაქრაძე: უმრავლესობასთან თანამშრომლობა ქართული სახელმწიფოსთვის იქნება კარგი

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  სიის პირველმა ნომრის, დავით ბაქრაძის განაცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ყოველთვის ითანამშრომლებს სადაც ჩათვლიან, რომ კოალიციის ღირებულებები „ნაცმოძრაობის“ ღირებულებებს ემთხვევა და აღნიშნა, რომ უმრავლესობასთან თანამშრომლობა ქართული სახელმწიფოსთვის იქნება კარგი.

როგორც ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებაა, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი                და თუ „ქართულ ოცნებასაც" იგივე ღირებულება აქვს, ეს იქნება საკითხი, რომელზეც როგორც პირადად ის, ასევე მისი პარტია მზად იქნება ითანამშრომლოს.

"ჩვენი ღირებულება ასევე, ყოველთვის იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" ღირებულება მზად ვიქნები  ვითანამშრომლოთ . ჩვენი ღირებულება იყო ყოველთვის ქვეყნის წინსვლა და ის, რომ ყველა ადამიანი ცხოვრობდეს მშვიდად, აღარ დაბრუნდეს კრიმინალი, " "კანონიერი ქურდები". თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" ღირებულება მე, პირადად, მზად ვარ ამ საკითხში ვითანამშრომლო. ჩვენი ღირებულება ყოველთვის იყო, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, თუ ეს არის "ქართული ოცნების" ღირებულება მზად ვართ ამ საკითხზეც ვითანამშრომლოთ. ჩვენი ღირებულებები ყოველთვის ღიად იყო გაცხადებული, ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლო ძალა, პირიქით, ამ ნაბიჯით ჩვენ ღიად ვაჩვენებთ, რომ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, ამიტომ ყველა იმ საკითხში, რომელიც სჭირდება ქვეყნის მომავალს მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ მას და არც მის მეგობრებს არ ერიდებათ და იმის კომპლექსი არ აქვთ, რომ უმრავლესობასთან თანამშრომლობა შერცხვეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი ეს ქართულ სახელმწიფოს სჭირდება.