დავით გამყრელიძე: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილს ამ გამოსვლით ვნახავდი

დავით გამყრელიძე: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილს ამ გამოსვლით ვნახავდი

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ უკვე  ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, მისი ყველაზე ღირსეული ნაბიჯი იყო.

„8 წლის განმავლობაში სააკაშვილის მწვავე ოპონენტი ვიყავი. მიმაჩნია,  რომ ის არასწორი ნაბიჯებით მოქმედებდა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მისი გუშინდელი გადადგმული ნაბიჯი, იყო ერთ-ერთი ღირსეული როგორც მისთვის,  ისე ქვეყნისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი სააკაშვილს ამ გამოსვლით, როცა ის გამარჯვებას სხვას მიულოცავდა და ოპოზიციაში ღიად გადავიდოდა“, -  განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ახალ პარლამენტში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“  უნდა შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა,  ოპოზიციური გავლენა,  რათა ქვეყანაში ისევ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.