მაია ფანჯიკიძე: მინისტრების სავარაუდო კანდიდატები ჯერჯერობით არ არსებობს

მაია ფანჯიკიძე: მინისტრების სავარაუდო კანდიდატები ჯერჯერობით არ არსებობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დღეს ბიზნესცენტრში კოალიციის პირველი სამუშაო შეხვედრა იყო და მსგავსი ხასიათის შეხვედრები ხშირად გაიმართება.

რაც შეეხება მინისტრების სავარაუდო კანდიდატების ვინაობას, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები ჯერჯერობით არ არსებობენ.

ფანჯიკიძის განმარტებით, პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა უნდა გაიმართოს,  იქამდე კი,  ყველაფერი გადაწყდება.

„არც ერთი სავარაუდო კანდიდატი ჯერჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, ახალს ვერაფერს გეტყვით. დღევანდელი სამუშაო შეხვედრას მთავრობის დაკომპლექტების საკითხებზე მსჯელობას არ ეხებოდა. შესაბამისად, კონკრეტულ სახელსა და გვარებზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა  ფანჯიკიძემ.