ლოს-ანჟელესის პლიაჟზე მეტად უჩვეულო სერფინგშოუ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ჯიშის, 48 ძაღლმა მიიღო. შეჯიბრის შედეგად სპეციალურმა ჟიურიმ ძაღლებს შორის საუკეთესო გამოავლინა.
ყველა ძაღლს ამ ნიჭს დემონსტირებისთვის დრო 30-40 წუთი ჰქონდა. მთავარი პირობა, რა თქმა უნდა, ამ დროის მანძილზე სერფინგის დაფაზე დარჩენა და ტალღების გამკვლავება იყო. დამეთანხმებით, ამის გაკეთება ოთხი თათით საკმაოდ რთული დავალებაა, თუმცა გაწვრთნილმა ძაღლებმა ამ დავალებას თავი ასე, თუ ისე გაართვეს.
სერფინგშოუმ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა, გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ კიდევაც, პროექტის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ეს ღონისძიება, ძაღლებისთვის და მათი პატრონებისთვის ერთნაირად სახალისოა, ამიტომ გეგმავენ მას ყოველწლიური სახე მისცენ.