მსოფლიოში პირველი ქალთა მუზეუმი გერმანიაში

მსოფლიოში პირველი ქალთა მუზეუმი გერმანიაში

გერმანიის ქალაქ ბონში გაიხსნა მუზეუმი, სახელწოდებით „ქალთა ისტორიის სახლი“, მუზეუმის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ქალების იმ წვლილზე, რომელიც მათ ცივილიზაციის განვითარების ისტორიაში შეიტანეს.

მუდმივმოქმედი გამოფენა წარმოადგენს ქალთა საზოგადოების ისტორიულ მიმოხილვას უძველესი დორიდან დღემდე. ის მოგვითხრობს ქალთა მოძრაობებზე ევროპაში, მოიცავს ძალიან ბევრ სფეროსა და თემას, იქნება ეს პოლიტიკა, კულტურა,  ხელოვნება, ფემინიზმი, არქიტექტურა თუ დიზაინი.

პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მუზეუმს ბევრი მამრობითი სქესის დამთვალიერებელი ეყოლება.