"ბონდიანას“ პირველი ფილმის გამოსვლიდან 50 წლის იუბლესთან დაკავშირებით ჟურნალმა „სან“ შეადგინა „აგენტი 007“- ის გოგონების რეიტინგი. ბონდის ყველაზე სექსუალურ მეწყვილედ შვეიცარიელი მსახიობი ურსულა ანდრესი აღიარეს, რომელიც აგენტის პარტნიორი, ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ იყო.
მეორე ადგილი ამერიკელ მსახიობს ჰოლი ბერის ერგო, რომელიც „ბონდიანას“ მე-20 სერიაში „მოკვდი ოღონდ, ახლა არა“გამოჩნდა. ბრწყინვალე სამეულის ბოლო ადგილი 65 წლის ფრანგ მსახიობ კლოდინ ოჟეს დაიკავა, რომელიც მონაწილეობდა ჯეიმს ბონდის მეოთხე ფილმში „სფერული ელვა“, 1965 წელს.
რაც შეეხება, თავად ჯეიმს ბონდს, ყველა დროის საუკეთესო აგენტ 007-ად შონ კონერია აღაირებული.
ჯეიმს ბონდის ნახევარსაუკუნოვან კინოეპოპეაში უამრავმა ლამაზმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა ისინი მოკავშირეებიც იყვნენ და მტრებიც. გთავაზობთ „ბონდიანას“ ფილმებში მონაწილე ქალბატონების სრულ სიას.
1962 წელს, შვეიცარიელი მსახიობი ურსულა ანდერსი, ჯეიმს ბონდის კინო ეპოპეის პირველ სერიაში „ექიმი ნოუ“ მყვინთავი ხანნი რეიდერის როლს თამაშობდა. დანიელა ბიანკი,
შერლი იტონი, კლოდინ ოჟე, მიე ხამა, ტერეზა დი ვენჩენცო, ტიფფანი კეიზი, ჯეინ სეიმური, მოდ ადამსი, ბრიტ ეკლანდი, ბარბარა ბახი, კაროლ ბუკე, კიმ ბესინგერი, ტანია რობერტცი, მარია დ’აბო, კერი ლოუელი, იზაბელა სკორუბკო, ფამკე იანსონი, მიშელ იეო, ტერი ხეტჩერი, სოფი მარსო, დეინზ რიჩარდსი, ჰოლი ბერი, ევა გრინი, ჯემმა ატერონი და ბოლო საიუბილეო ფილმში Skyfall ჯეიმს ბონდის (დენიელ კრეიგის) პარტნიორი, მსახიობი და მოდელი ბერენის მარლოა.