პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და პარტიის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი უკომენტაროდ დატოვეს.
ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერები: დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, დავით საგანელიძე და კობა დავითაშვილი რჩებიან.
რამდენიმე წუთის წინ, ბიზნესცენტრში სოზარ სუბარი მივიდა, რომლის განმარტებითაც, კოალიციის ლიდერები დღეს ზოგად საკითხებზე მსჯელობენ.
რაც შეეხება ახალ მთავრობაში „ქართული ოცნების“ კონკრეტულ კანდიდატურებს, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.
ბიზნესცენტრში „ქართული ოცნების“ ლიდერები კონსულტაციებს დილიდან მართავენ.