დავით გამყრელიძე პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ჟურნალისტებს მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო.
„ვტოვებ თავმჯდომარის პოსტს და მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან. მადლობა ყველას, ვინც 12 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იბრძოდა უკეთესი მომავლისთვის და მეგობრებს, რომელთანაც ერთად მე მძიმე ბრძოლა გავიარე. „მემარჯვენეები“ სამომავლოდ თავის ღირსეულ სიტყვას იტყვიან. მე დღეიდან პოლიტიკურ განცხადებებს აღარ გავაკეთებ და ეს იქნება ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა პოლიტიკურ რანგში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მოვალეობას პარტიის აღმასრულებელი მდივანი, რევაზ სოხაძე შეასრულებს.