საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის ერთობლივი კომუნიკეც გაფორმდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბურკინა ფასოს მხრიდან კომუნიკეს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბურკინა ფასოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან დერ კოგდამ, საქართველოს მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, ალექსანდრე ლომაიამ.

„ხელმოწერილი დოკუმენტები ეყრდნობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.