ახლად რჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს

ახლად რჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ახლად რჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

კანონის თანახმად, პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი დანიშნავს. პარლამენტი მუშაობას კი დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში შეუდგება.

ამასთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდანვე ძალაში შედის ის საკონსტიტუციო მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული.

ამასთან დაკავშირებით კონსტიტიციაში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არის დასაშვები.