ცესკო-ს წინასწარი შედეგების თანახმად, საზღვარგარეთ გახსნილი 37 უბნის მონაცემებით, 48,71% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი - 46,53%.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს 2723 მოქალაქემ მისცა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 2601-მა.
საზღვარგარეთ გახსნილი 47 უბნიდან მონაცემები 37 უბანზეა დათვლილი, რაც 78,72%-ს შეადგენს.