კოალიცია „ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობას დღეს, 11:00 საათზე დაიწყებს.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე კოალიციაში ნაფიქრი აქვთ, თუმცა საჯარო მსჯელობა არ ყოფილა.
„ამაზე ფიქრი დღეს, 10:00 საათიდან დაიწყებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამ წუთებში აქვს. ამიტომ დაიწყება 11:00 საათზე. კოალიციის პირველხარისხოვანი ამოცანა სწორედ არის მთავრობის დალაგება"-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირების დროს ხელისუფლებასთან არავითარი კულუარული გარიგება არ იქნება.