პროპორციული სისტემით  ჩატარებულ არჩევნებში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“  -  55,08 % - ით ლიდერობს

პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - 55,08 % - ით ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების 94 % (3766 უბნიდან - 3542 საარჩევნო უბანი) გამოაქვეყნა. არსებული მონაცემებით წინასწარი შედეგები პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში შემდეგნაირად გამოიყურება:

 საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტები:

„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“  -  55,08 %

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ – 40,14 %

„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ – 2,04 %

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,24 %