ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები, დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს შეხვდნენ და 2012 წლის საპალამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
მათი განცხადებით, საქართველოში პირველად ჩატარდა არჩევნები, რომელმაც შეცვალა ხელისუფლება.
IRIს წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ კოალიციის ძალისხმევით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.