პროპორციული სიით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ 54,1%-ით ისევ ლიდერობს.
ხმათა 41,03% აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 2,08%, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას“ - 1,29%.
ამ დროისთვის, 3 766 უბნიდან სულ დათვლილია 1 804 უბანზე დაფიქსირებული ხმები.
დათვლილი უბნები ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48%-ს მოიცავს.