ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს ირაკლი ალასანიას გუნდი. ალასანიას პრესსპიკერის ვაკო ავალიანის განცხადებით, მათ ხელში აქვთ გაყალბებული ბიულეტინები, რომელიც მათ ზუგდიდელებმა მიაწოდეს.
„ თან მაქვს ბიულეტენები, სადაც ყველგან 5 ნომერია შემოხაზული. ეს ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ზუგდიდელმა მომაწოდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა აღნიშნული ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაეყარა და სანაცვლოდ, ცარიელი ბიულეტენები გამოეტანათ. ეს არის კლასიკური "კარუსელი", სწორედ ამიტომ, 111 უბნიდან 59 უბანზე არ ჯდება ბალანსი. ეს არის ის, რომ უბნების ნახევარზე მეტი გაყალბებულია.
ზუგდიდში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და როლანდ ახალაიას ეყოს ვაჟკაცობა და აღიაროს ის, რომ ზუგდიდში არჩევნებში ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვა. აუცილებლად აღნიშნოს ახალიამ, რა უნდა არჩევნებზე კუდს",- განაცხადა ვაკო ავალიანმა და აღნიშნა რომ ვიდეო გაყალბების შესახებ მზადდება და საზოგადოება ამას მალე იხილავს.