NDI-ის პრეზიდენტმა, კენეტ ვოლაკმა სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენცი გამართა, სადაც განმარტა თუ რატომ ჰქონდა NDI-ის კვლევებსა და არჩევნების შედეგებში „ქართულ ოცნებას" „ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებით დაბალი შედეგები.
როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლის არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა ციხის სკანდალმა.
მისი განმარტებით, NDI-ის კვლევები გარკვეულწილად ფოტოა და ერთ კონკრეტულ პერიოდში ამომრჩევლის განწყობას ასახავს.
"გარდა ამისა, ბოლო პერიოდის კვლევებში ძალიან მაღალი იყო იმ მერყევი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ვის მიანიჭებდა უპირატესობას. გარდა ამისა, ყველა დამეთანხმება, რომ ამომრჩეველზე დიდი გავლენა ციხის სკანდალმა მოახდინა. კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის სხვაობის განმარტება გარკვეულწილად შეიძლება ეს იყოს", - აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაციამ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.