ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას შეძლებს

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას შეძლებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთადერთ სწორ სვლად,  გადადგომაზე განცხადების დაწერასა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას  მიიჩნევს.

ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას დღეს რეალური ძალა აღარ აქვს.

„დღევანდელი მისი განცხადება ძალიან ჰგავს იმას,  რომ რეალობა გააცნობიერა. არა მგონია, რომ მან რაღაც ძალაუფლების გავრცელება დაიწყოს და მოახერხოს. ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დღევანდელი განცხადების შემდეგ თვითონვე მოახერხებს გადადგომას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით,  ის სააკაშვილს ურჩევს სწორი სვლა განახორციელოს და გადადგომის შესახებ განცხადება დაწეროს.

„ერთდერთი სწორი სვლა იქნება,  დაწეროს განცხადება და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი განცხადების დაწერას შეძლებს.