საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია. ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ბრიტანული მედიაჰოლდინგი „ბი-ბი-სის“ კორესპოდენტის თქმით, პირველადი მონაცემებით, არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის რეპუტაცია განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე შეილახა.
ოპოზიციური ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით ნათელი გახდა თუ როგორ აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კადრებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას დესპოტურს უწოდებს. მთავრობა კი მისი მხარდამჭერების დაშინებას დაკავებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას განაგრძობს.“- იუწყება BBC.
„ეგზიტპოლის შედეგებით საქართველოს ოპოზიციამ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The News York Time სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ძალიან კონკურენტულ საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ახალმა პარტიამ მოახერხა დაემარცხებინა მიხეილ სააკაშვილის პარტია.
გამოცემის თანახმად ეგზიტპოლის შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ 50% მეტით მიიღო. თბილისი ყოველთვის იყო სააკაშვილის ოპოზიციის ცენტრი და თბილისელი ამომრჩეველი არჩევნების მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი “- წერს The News York Time-ის ჟურნალისტი.
Reuters-ი წერს, რომ გაიმარჯვა ოპოზიციამ. „როიტერის“ მიხედვით ეგზიტპოლის შედეგებით ბიძინა ივანიშვილის კოალიცია პარლამენტში სავარაუდოდ 150 ადგილიდან 77-ს დაიკავებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი დარჩენილი 73 ადგილიდან 53-ს მიიღებს. ორივე მხარე პირობას დებს, რომ არჩევნების შედეგებს პატივს სცემს, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აღიარებენ.