ირაკლი მელაშვილი: 36 ოლქში

ირაკლი მელაშვილი: 36 ოლქში "ქართული ოცნების", 26 ოლქში კი „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" ინფორმაციით, 36 ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმარჯვებს .

როგორც კოალიციის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 26 ოლქში იმარჯვებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ხოლო 11 ოლქის შედეგები ჯერ დათვლილი არ არის.

ამასთან მელაშვილის განცხადებით, პრობლემა იყო, რომ დაჯამებული ოქმების გაცემაზე ხშირ შემთხვევაში საუბნო კომისიები უარს ამბობდნენ.

ირაკლი მელაშვილი ხაშურში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. იგი ხაშურის საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმის გამოჩენას ვალერი გელაშვილის ფაქტორით ხსნის.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს შიში, რომ გამარჯვებული ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტს გამოიძიებს. შს სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინა რეაგირება, როდესაც "მხრებზე მოკიდებული ბიულეტენებიანი სპეცრაზმის თანამშრომლები იხილა", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ირაკლი მელაშვილი "რუსთავი-2"-თან განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომელიც მედიის ინტერესებს შელახავს.