"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი საქართველოს მთავრობის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ კომენტარის გარეშე დატოვეს.
ოფისიდან გამოსვლის შემდეგ დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დღეს ჩვეულებრივი პარტიული შეკრება ჰქონდათ.
საქართველოს მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, დაახლოებით, 15.00 საათისთვის მივიდა.
კახეთის გზატკიცელზე მდებარე შენობაში შეკრებილი იყვნენ პრემიერი ვანო მერაბიშვილი, უშიშრობის საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილი. აგრეთვე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები.
გარდა ამისა, ოფისში მივიდნენ, ყოფილი მინისტრები ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე.