ბიძინა ივანიშვილი: არა მარტო ახალაია, არამედ ბევრი კანონმდებელი ვერ გადაურჩება  სასამართლოს

ბიძინა ივანიშვილი: არა მარტო ახალაია, არამედ ბევრი კანონმდებელი ვერ გადაურჩება სასამართლოს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში იმდენი სარჩელი შევა, რომ მისი ჩარევა საჭირო აღარ იქნება.

„საზოგადოებას აქვს მზაობა იმის, რომ არა მხოლოდ ახალაიას, არამედ  ხელისუფლების ბევრი სხვა  წარმომადგენლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდეს.

ვიმედოვნებ, სამართალი აღსდგება, ჩვენი გუნდი შექმნის რეალურ გარემოს იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი აღსდგეს და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ეს სასამართლოს საშუალებით გადაწყვიტონ.

არა მარტო ახალაია, არამედ ბევრი კანონმდებელი ვერ გადაურჩება სასამართლოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.