ფოთში ტელეკომპანიების, „მეცხრე არხისა" და „მაესტროს" მაუწყებლობა აღდგენილია. არხების მაუწყებლობა „მასთ ქერის" ვადის ამოწურვის შემდეგ, საკაბელო ოპერატორებმა, ერთი დღის განმავლობაში გათიშეს.
„მეცხრე არხისა" და „მაესტროს" მაყურებლებს მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის დევნების საშუალება მხოლოდ გუშინ, გვიან საღამოდან მიეცათ.
ცნობისთვის, ფოთში სამი ადგილობრივი კაბელური ოპერატორი მუშაობს და მათი აბონენტების რიცხვი 3 ათასამდეა.