კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება გაგრძელდება.
ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით, ბევრი კითხვები გააჩნია, ამ პროცესს კი პოლიტიკური ჩარევა და პოლიტიკური ნება არ სჭირდება.
„ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები ძალიან ბევრია. მგონი ამ პროცესს პოლიტიკური ჩარევა და პოლიტიკური ნება არ დასჭირდება.
ძალიან ბევრი ადამიანი და პირველ რიგში, როგორც ვიცი, ჟვანიას ოჯახი მომართულია და აქვთ სურვილი, რომ ეს გამოძიება გაგრძელდეს. როგორც ვიცი და თქვენთვის, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გამოძიება დაუმთავრებელია. ამის სპეციალისტები არიან. ყველა რთული საქმის ძიება თითქოს განუსაზღვრელი დროით გრძელდება. ალბათ, გაგრძელდება და გამოიძიებენ ჟვანიას საქმეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. .