საქართველოში აშშ-ს ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ-ს სჯერა, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს.
ნორლანდმა ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებულად ჩატარება მიულოცა.
„მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს. აშშ ელჩი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასთან, რომელიც საარჩევნო პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება დაკომპლექტებული. ჩვენ ვიცით, რომ ხმების დათვლა და საჩივრების განხილვა ეხლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა მორლანდმა.
მან პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკა იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მხარე კონტრუქციულ თანამშროლობას შეძლებს.