ცესკო: პროპორციული სიით „ქართული ოცნება” 53,11%-ით ლიდერობს

ცესკო: პროპორციული სიით „ქართული ოცნება” 53,11%-ით ლიდერობს

ცეკოს მიერ ამ დროსათვის 1 096 საარჩევნო უბნის ხმებია დათვლილი. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მონაცემების თანახმად, პროპორციული სიით კოალიცია „ქართული ოცნება” 53,11%-ით ლიდერობს.

„ნაციონალურ მოძრაობას” ხმათა 41,57% აქვს, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” - 2,38%, ხოლო „ლეიბორიტულ პარტიას” - 1,33%.

აზაარაშვილის ინფორმაციითვე,  ამჟამად ბაზაში მაჟორიტარული ოქმების მონაცემების შეყავანა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მან მაჟორიტარებთან დაკავშირებით ყველას წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.