კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, არსებობსფაქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდეს.
დავით საგანელიის თქმით, დაუჯერებელია, რომ ირაკლი ალასანიამ წააგო ისეთ ადამიანთან, როგორიც როლანდ ახალაიაა.
როგორც საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ოქმების 92-93% დათვლის შედეგად შეუძლიათ განაცხადონ, რომ „ქართულ ოცნების" ოპტიმისტური გათვლებით, პროპორციულ ნაწილში კოალიციას 65% ექნება და პარლამენტში 47 მაჟორიტარს შეიყვანს.