კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ ოქმების 92-93% დათვლის შედეგად შეუძლიათ განაცხადონ, რომ „ქართულ ოცნების" ოპტიმისტური გათვლებით, პროპორციულ ნაწილში კოალიციას 65% ექნება და პარლამენტში 47 მაჟორიტარს შეიყვანს. ეს განცხადება საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ქართული ოცნება პარლამენტში 97 ადგილს მიიღებს, აქედან 47 მაჟორიტარი იქნება, 50 კი პროპორციული სიით გავა. არის გარკვეული სადაო საკითხები და თუ ეს სადაო საკითხები "ნაციონალების" სასარგებლოდ გადაწყდა, ამ შემთხვევაში პესიმისტური დათვლებით "ქართული ოცნება" პარლამენტში 90-91 ადგილს აიღებს.
ჩვენ დავითვალეთ ოქმების 92-93%, პროპორციულ ნაწილში "ქართულ ოცნებას" 63% ისე აქვს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არაფერია დაყენებული. 2-3% არის სადაო და თუ ეს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადაწყდება ამ შემთხვევაში ქართული ოცნება პროპორციულ ნაწილში 65-66% მიიღებს", - განაცხადა საგანელიძემ.
კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მაჟორიტარების ნაწილში ასევე ოქმების დათვლის შედეგად, ყველა მონაცემით 42 ოლქში '"ქართული ოცნების" მაჟორიტარი ლიდერობს, 5-6 ოლქია სადაო და თუ ეს დავა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადაწყდება, მაშინ "ქართული ოცნება" პარლამენტში 47 მაჟორიტარს შეიყვანს. სადაო რაიონებად ჯერ კიდევ რჩება დედოფლისწყარო, ყვარელი, თეთრიწყარო, წყალტუბო და ქედა“,-აღნიშნავს საგანელიძე.
საგანელიძის განცხადებითვე, უდაო წარმატებას კოალიციამ თბილისის ათივე უბანში მიაღწია. აგრეთვე საგარეჯოში, თელავში, ახმეტაში, თიანეთში, რუსთავში, მცხეთშა, დუშეთში, ყაზბეგი, კასპში, გორში, ქარელში, ბორჯომში, ონში, მესტიაში, ხარაგაულში, საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათში, სამტრედიაში, ჭიათურში, ტყიბულში, ქუთაისში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, სენაკში, მარტვილში, ფოთში, ბათუმში, ქობულეთსა და ხელაჩაურში გაიმარჯვა. .
საგანელიძის განცხადებით, ზუგდიდში იმდენად სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული, რომ შესაძლოა, მისი მონაცემი გაუქმდეს.