კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნესცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს და სენატორებს ჯინ შაფინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.
სტუმრებმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.
„ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა, მიგვაჩნია, რომ გუშინ აქ ძალიან დადებითი ნაბიჯი გადაიდგა როგორც საქართველოსთვის, ასევე დემოკრატიისთვის. ასევე ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლური ურთიერთობა გაგრძელდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.
სენატორმა ჯეიმს რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა - საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს. ჩემი აზრით, გუშინ ქართველი ერისთვის ისტორიული დღე იყო, რაც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგები, ერთგვარი ცვლილებები სახეზეა და ნათელია. ჩვენ ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდით პროცესებს და ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ იქცეოდნენ ქართველები და თუ როგორ განახორციელეს ეს ცვლილებები“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმისათვის, რომ მოიცალეს და ასე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. მისი თქმით, მათთან შეხვედრაზე საუბარი მომავლის განვითარებას შეეხო.
„ისინი გუშინდელი დღით ძალიან კმაყოფილები არიან. ქართველმა ხალხმა ნამდვილად გაიმარჯვა. ჩვენ საუბარი გვქონდა მომავალზე: როგორ განვავითაროთ ურთიერთობები ჩვენს მეგობრებთან და როგორ განვავითაროთ დემოკრატია საქართველოში“,